spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კუბილიუსი – საქართველო არ უნდა ელოდეს, რომ მოწვეული იქნება მოლაპარაკების დასაწყებად

საქართველო არღვევს კოპენჰაგენის კრიტერიუმს და არ უნდა ელოდეს, რომ მოწვეული იქნება მოლაპარაკების დასაწყებად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

 

“როგორც ყველამ ვიცით, ევროკავშირის ელჩები, რომლებიც მთავრობებს წარმოადგენენ, ერთსულოვნად შეთანხმდნენ, რომ მთავრობათაშორის კონფერენცია უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების დაწყებაზე დაიწყება ივნისის ბოლოს და ეს გაკეთდება. საქართველო არაა ამ სიაში. ანუ რა მოხდება მომავალში, ჩვენ ამას ვიხილავთ, მაგრამ ნათელია, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც საქართველო არ შევა იმ ქვეყნების სიაში, რომელთანაც გაწევრიანებაზე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს, არის ის, რომ მთავრობამ გაიტანა უცხოური აგენტების შესახებ კანონი, რომელიც შეფასდა ევროპული ყველა ინსტიტუტისა და ქვეყნების უმრავლესობის მიერ, როგორც ღრმა და უხეში დარღვევა კოპენჰაგენის კრიტერიუმის.

 

საქართველო არღვევს კოპენჰაგენის კრიტერიუმს და იმ დროს, როცა ირღვევა კრიტერიუმი ასეთი კანონების მიღებით, საქართველო არ უნდა ელოდეს, რომ მოწვეული იქნება მოლაპარაკების დასაწყებად”, – განაცხადა კუბილიუსმა “ფორმულას” ეთერში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები