ბორჯომის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სასპორტო სკოლის ორგანიზებით, ჭაბუკებსა და გოგონებს შორის ჭადრაკში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუნდური პირველობა გაიმართა.
გუნდურ პირველობაზე მონაწილეობა 6-მა გუნდმა და 36-მა მოჭადრაკემ მიიღო.
I ადგილი – ახალციხის მუნიციპალიტეტის N1 გუნდი;
II ადგილი – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გუნდი;
III ადგილი – ბორჯომის სასპორტო სკოლის გუნდი.
მათ საჩუქრად თასები, სიგელები და მედლები გადაეცა.
ყველაზე პატარას, 6 წლის მონაწილეს დაბა ადიგენიდან და ბორჯომელ ბარბარე შონიას, რომელმაც ტურნირში ყველა თამაში მოიგო, საჩუქრად Smart საათები გადაეცათ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, აღნიშნული ფესტივალი პირველად ჩატარდა და ის ინტენსიურ სახეს მიიღებს.