spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზვიად აძინბაია – სამწუხაროა, რომ საქართველომ საერთაშორისო და მსოფლიო დღის წესრიგში აიწია ნეგატიურად

სამწუხაროა ის, რომ საქართველომ საერთაშორისო და მსოფლიო დღის წესრიგში აიწია ნეგატიურად. საქართველო დღეს არის ვერბალური კონფლიქტის და სანქციების რეჟიმში ამერიკასთან და ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში, – ამის შესახებ Leadx-ის თანადამფუძნებელმა ზვიად აძინბაიამ განაცხადა.

 

ის იმედოვნებს,  რომ პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიმართული იქნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებთანაც უკმაყოფილებაა.

 

“სამწუხაროა ის, რომ საქართველომ საერთაშორისო და მსოფლიო დღის წესრიგში აიწია ნეგატიურად. საქართველო დღეს არის ვერბალური კონფლიქტის და სანქციების რეჟიმში ამერიკასთან და ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში.

 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც გაჩერდება არჩევნებამდე, იმიტომ, რომ  ქვეყანა დაზარალდება და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყველას ნაკლებად დააზარალებს და ფოკუსირდება იმ ხალხის მიმართ, ვის მიმართაც  უკმაყოფილება გვაქვს”, – განაცხადა აძინბაიამ.

 

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია LEADxSUMMIT 2024 მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები, მოახლოებული არჩევნები და “ქართული ოცნების” ნაბიჯები განიხილება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები