spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – 5 წელი გავიდა “გავრილოვის ღამიდან”, როდესაც კრემლის საამებლად ქართველ პატრიოტებს თვალები დათხარეს

ზუსტად 5 წელი გავიდა “გავრილოვის ღამიდან”, 20 ივნისიდან, როდესაც კრემლის საამებლად ქართველ პატრიოტებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს, ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

 

ფავლენიშვილი “ნაციონალური მოძრაობის”  სახელით პირობას დებს, რომ აქციაზე დაზარალებული ადამიანების უფლებებს დაიცავს.

 

“ზუსტად 5 წელი გავიდა “გავრილოვის ღამიდან”, 20 ივნისიდან, როდესაც კრემლის საამებლად ქართველ პატრიოტებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს, ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, მიაყენეს მძიმე დაზიანებები და სრულიად გამიზნულად დაასახიჩრეს. დღეს, 5 წლის განმავლობაში, ეს ადამიანები არიან სრულიად მიტოვებულები სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან. ელემენტარულ სამედიცინო დახმარებასაც კი, რომელსაც მას უწევენ, სჭირდება თვეობით ლოდინი და რამდენიმე განცხადების დაწერა. 

 

მომავალში ჩვენ გპირდებით, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” სახელით, რომ ასეთი ადამიანების უფლებები, რომლებიც არიან დაზარალებულები სახელმწიფოს ძალადობის გამო, იქნება აღდგენილი”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები