5 წლის თავზე დანაშაულები არ არის გამოძიებული, სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტური გამოძიება. მაღალი თანამდებობის მქონე არცერთმა პირმა არ აგო პასუხი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისი თქმით, 20 ივნისის საქმეზე ვის მიუძღვის ბრალი ყველამ კარგად იცის, თუმცა გამოძიება შეჩერებულია.
“თითქოს არავინ არ იცის, ვინ გასცა ბრძანება და თითქოს, შეუძლებელია ამის გაგება. რა თქმა უნდა, ყველამ ყველაფერი იცის და მე ვფიქრობ, უნდა დაიწყოს ამაზე საუბარი, თუ ვინ იყო ბრძანების გამცემი იმიტომ, რომ სპეცრაზმი არ არის ის კატეგორია, რომელიც საკუთარ თავზე იღებდეს ინიციატივებს იარაღის გამოყენებაზე.
5 წლის თავზე დანაშაულები არ არის გამოძიებული, სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტური გამოძიება. მაღალი თანამდებობის მქონე არცერთმა პირმა არ აგო პასუხი და გამოძიება უბრალოდ, გაჩერებული და შეწყვეტილია”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.