spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – ძალიან სჭირდება ახლა პროკურატურას სანდო პროცესი

ეს არის უწყება, რომელსაც აქვს უდიდესი როლი ადამიანის უფლებების კუთხით და მართლმსაჯულების სისტემაში ის ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის”  ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, გენერალური პროკურორის პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ევრორეკომენდაციების შესრულებაშიც.

 

“ეს არის უწყება, რომელსაც აქვს უდიდესი როლი ადამიანის უფლებების კუთხით და მართლმსაჯულების სისტემაში ის ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პროცესი და მე ვისურვებდი, რომ ეს პროცესი არ იყოს ნაჩქარევი.

 

ძალიან სჭირდება ახლა პროკურატურას სანდო პროცესი. ეს ქვეყანას სჭირდება, იმიტომ, რომ ეს არის მათ შორის იმ რეკომენდაციებშიც, რომელიც გვაქვს მოცემული”, – განაცხადა ეკა ბესელიამ. 

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი მოიაზრება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები