უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 535 660 (+1300) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 24.06.24-მდე: ტანკები – 8031 (+12), ჯავშანტექნიკა – 15 413 (+15), საარტილერიო სისტემები – 14 246 (+51), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1108 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 863 (+0), თვითმფრინავები – 359 (+0), ვერტმფრენები – 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 11 382 (+27), ფრთოსანი რაკეტები – 2323 (+2).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 19304 (+56), სპეციალური ტექნიკა – 2397 (+20).