spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე

ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელი მოაწერა 5 სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ეს ერთობა 26 ოქტომბრის არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” დაამარცხებს.

 

“ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელი მოაწერა, 5 სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად, ქართული დემოკრატიის გადასარჩენად და საქართველოს სწრაფი ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად ” , – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

 

ქართული ოპოზიციის ნაწილმა ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. ოპოზიციის განცხადებით, ერთიანდებიან “ქართული ქარტიის“ მიზნების გარშემო, კონკრეტული მიზნების მისაღწევად მოახლოებული არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები