spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს ნაკრები მესამე ტურის შეხვედრას დღეს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს

დღეს, 26 ივნისს გელზენკირხენის „აუფ შალკე არენაზე“ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან და F ჯგუფის ლიდერთან, პორტუგალიასთან გამართავს, რომელსაც პლეიოფის საგზური პირველი ადგილით აქვს განაღდებული.

 

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიამ ჩეხეთს – 2:1, ხოლო თურქეთს 3:0 მოუგო. საქართველომ თურქეთთან 1:3 წააგო, ხოლო ჩეხეთთან 1:1 ითამაშა და მერვედფინალში გასასვლელად პორტუგალიასთან მხოლოდ მოგება აძლევს ხელს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები