spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტმა “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები.

 

საკანონმდებლო პაკეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე და ზოგად პრინციპებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ისაუბრა.

 

ცვლილებები მმართველობითი და საზედამხედველო ჩარჩოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

 

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტით განხორციელებული ცვლილებები ძირითადად ემსახურება საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემის ცვლილებას, რის შედეგადაც საპენსიო სააგენტოში ორი არათანაბარი მმართველი რგოლის (საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები) ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო – „მმართველობითი საბჭო“, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას განახორციელებს და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებს.

 

კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრა საბჭოს უფლებამოსილება. ცვლილებები ასევე შედის საზედამხედველო სტრუქტურაში, საინვესტიციო ლიმიტებთან დაკავშირებით და ა. შ. ცვლილება ეხება სააგენტოს სახელწოდებასაც. 

 

საპენსიო სააგენტოს დასახელება იცვლება „საქართველოს საპენსიო ფონდით“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები