ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის N85, N91 და N93-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
“პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები, შეიცვალა სახურავი, აივანი და კარ-ფანჯარა, მოეწყო დეკორატიული ელემენტები.
საკურორტო ქალაქის იერსახის გალამაზება, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მომავალშიც იგეგმება”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.