spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ღირსების ორდენზე წარდგენილი იქნენ ნაკრების ის ფეხბურთელებიც, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ღირსების ორდენზე წარდგენილნი იქნენ ნაკრების ის ფეხბურთელებიც, რომლებიც არ იყვნენ საკვალიფიკაციო მატჩების განაცხადში, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

“ეს ფეხბურთელები არიან ჯიმი ტაბიძე, გაბრიელ სიგუა და საბა ლობჟანიძე.

 

საქართველოს ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივად მიიღეს. ნაკრებთან ერთად ღირსების ორდენით მთლიანად სამწვრთნელო შტაბი დაჯილდოვდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები