spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ოლიგარქი ცდილობს, ჩაახშოს განსხვავებული აზრი ოქტომბრის საკვანძო საპარლამენტო არჩევნების წინ

გრძელდება რა მთავარი ოპოზიციური ლიდერის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ნიშნით პატიმრობა, ოლიგარქი ივანიშვილი ცდილობს, ჩაახშოს განსხვავებული აზრი ოქტომბრის საკვანძო საპარლამენტო არჩევნების წინ და ქართველებს ჩამოართვას რეალური არჩევანი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

 

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე არაერთხელ ვისაუბრე გაუარესებულ ვითარებაზე საქართველოში, სადაც ავტორიტარულმა მთავრობამ, რომელსაც რუსი წარმოშობის მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, მიიტაცა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები. კრემლის მიერ შთაგონებული უცხოელი აგენტების კანონი ივანიშვილის მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და თავისუფალ მედიაში კრიტიკული ხმების გაჩუმების მცდელობის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

გრძელდება რა მთავარი ოპოზიციური ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ნიშნით პატიმრობა, ოლიგარქი ივანიშვილი ორგანიზებული მასობრივი ძალადობისა და დაშინების გზით, ცდილობს ჩაახშოს განსხვავებული აზრი ოქტომბრის საკვანძო საპარლამენტო არჩევნების წინ და ქართველებს ჩამოართვას რეალურ არჩევანი. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა ცნობილი სიტყვები – “ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე ვართ” და ვერც რუსეთი და ვერც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ამჟამინდელი მმართველი ამას ვერ შეცვლის”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები