spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგი წერეთელი – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის იყო საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი

ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლების პროპაგანდამ ეს გამოიყენა ისე, თითქოს რაღაც მზადდებოდა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ დასავლეთისა და ამერიკელების მხრიდან, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა.

 

“საუბარი იყო ერთ-ერთ პარაგრაფზე. ეს იყო სამუშაო ვერსია კომიტეტში, სადაც არ იყო მართებული სწორი ფორმულირებები შესაბამისი ვითარებისა და რეალობის, რომელიც არის და შესაბამისად, ამაზე იყო რეაქცია ოპოზიციის მხრიდან და ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, ეს არ ასახულა საბოლოო ვერსიაში.

 

ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლების პროპაგანდამ ეს გამოიყენა ისე, თითქოს რაღაც მზადდებოდა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ დასავლეთისა და ამერიკელების მხრიდან და თითქოს თავად ასამბლეის ინტერესი იყო ამაში, რაც უსაფუძვლოა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას, რომ ეს ანტიდასავლური კამპანია გრძელდება.

 

ეს ორგანიზაცია – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის იყო საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი”, – განაცხადა გიგი წერეთელმა. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები