spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის – “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” წევრები წარადგინა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და “სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს.

 

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პლატფორმის წევრები წარადგინა: გიორგი ვაშაძე, ლაშა ბაქრაძე, გია ჯაფარიძე, ზაზა ბიბილაშვილი, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია, სოფო ჯაფარიძე, ირაკლი ფავლენიშვილი.

 

“ერთიანობის” საარჩევნო ნომერი 5 იქნება.

 

“ახლა არ არის დანაწევრების დრო, არ არის დაპირისპირებების დრო, არ არის ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა ერთიანობის დროა, ერთიანობის საქართველოსთვის, ერთიანობის ევროპისთვის, ერთიანობის გადარჩენისთვის და ერთიანობის გამარჯვებისთვის. ამის მჯერა ისე, როგორც არასდროს. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ერთიანობით ჩვენ შეუძლებელიც შეგვიძლია”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები