spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ჩვენი ამოცანაა, ერთიანი ძალისხმევით გავიტანოთ ცვლილებები, რომელიც საზოგადოებას სჭირდება

ჩვენი ამოცანაა, სწორედ ერთიანი ძალისხმევით გავიტანოთ ცვლილებები, რომელიც საზოგადოებას სჭირდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ერთიანობით უნდა დამარცხდეს ივანიშვილის რუსული ხელისუფლება.

 

“წითელი ხაზი არის ივანიშვილის რუსული ხელისუფლება, რომელიც ერთიანი ძალისხმევით უნდა დავამარცხოთ. რაც შეეხება პროგნოზებს, ივანიშვილის პარტიის წევრების მხრიდან კონსტიტუციურ უმრავლესობასთან დაკავშირებით, სრულიად მოწყვეტილია იმ რეალობას, სადაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ქვეყანაში ცვლილებები, ევროკავშირი, დემოკრატიული საზოგადოება და ყველაფერი ის, რასაც ივანიშვილი კლავს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, სწორედ ერთიანი ძალისხმევით გავიტანოთ ცვლილებები, რომელიც საზოგადოებას სჭირდება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და “სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს, რომლის წევრები არიან:  გიორგი ვაშაძე, ლაშა ბაქრაძე, გია ჯაფარიძე, ზაზა ბიბილაშვილი, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია, სოფო ჯაფარიძე, ირაკლი ფავლენიშვილი. საარჩევნო ნომერი კი 5 იქნება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები