სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის თემში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ანდეზიტში სასმელი წყლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, თორში შიდა გზების მოხრეშის სამუშაოები, დიდ მიტარბში გარე განათების სისტემა მოეწყობა, ხოლო პატარა მიტარბში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
“რაც შეეხება ბაკურიანს, აქ დაგეგმილია სპორტული მოედნის და გარე ტრენაჟორები მოეწყობა.
პატარა მიტარბში გარდა სოფლის პროგრმებისა, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელდება იგეგმება. ამ ეტაპზე კი ფანჩატური მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის 33 სოფელში კრებებზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება.
2024 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 436 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 872 000 ლარი გამოიყო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.