spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა გოგოლაშვილი – ამას შეიძლება მოჰყვეს ბევრად უფრო დიდი რისკების განვითარება, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტში

თუ ჩვენ ვასრულებთ ევროკავშირის მოთხოვნებს, მივდივართ წინ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, არ ვასრულებთ და საწინააღმდეგო მიმართულებით მივდივართ, – ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს მომავალი მნიშვნელოვანწილად დადგა საფრთხის წინაშე.

 

“მკაფიო ერთადერთი მიმართულებაა, საქართველო ნამდვილად არ დაიწყებს წელს ევროკავშირთან მოლაპარაკებას, გაისად ვნახავთ, რას იზამს. არაფერი ბუნდოვანი და გაუგებარი არ არის, თუ ჩვენ ვასრულებთ ევროკავშირის მოთხოვნებს, მივდივართ წინ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, არ ვასრულებთ და პირიქით, საწინააღმდეგო მიმართულებით მივდივართ. 

 

ამას შეიძლება მოჰყვეს ბევრად უფრო დიდი რისკების განვითარება, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტში. აქ საუბარია მოკლევადიან და გრძელვადიან რისკებზე. გრძელვადიანი რისკები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, ამის გარდა, ქვეყნის სტაბილურობა, ინვესტიციები, ქვეყნის ღიაობა, მის მიმართ ნდობა სხვა პარტნიორებისგან. მთლიანობაში საქართველოს მომავალი მნიშვნელოვანწილად დადგა საფრთხის წინაშე”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები