spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა დოლიძე – ჩვენი 30-წლიანი მუშაობა და ფული, რომელიც ჩადებულია ამ მუშაობაში, არის გაჩერებული

პირდაპირი განცხადება არის ევროკავშირიდან, რომ ჩვენი ევროპული გზა გაჩერდა. ჩვენი 30-წლიანი მუშაობა და ფული, რომელიც ჩადებულია ამ მუშაობაში არის გაჩერებული, –  ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლების ქმედებების გამო, დასავლეთიდან შეჩერდება ფინანსური დახმარებებიც.

 

“პირდაპირი განცხადება არის ევროკავშირიდან, რომ ჩვენი ევროპული გზა გაჩერდა. ჩვენი 30-წლიანი მუშაობა და ფული, რომელიც ჩადებულია ამ მუშაობაში, არის გაჩერებული. გაჩერდება და გადაიხედება სამხედრო დახმარება დასავლეთიდან, ასევე გაჩერდება ფინანსური დახმარება გერმანიიდან და ეს არის 2 მილიარდი ევროს ტოლფასი დახმარება. ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ პირდაპირ არის გამოწვეული ჩვენი ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკით”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ამ დროისთვის არ იღებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები