spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – 27-30 მილიონი ოთხ წელზე გაწერილი ავტომატის ყიდვის თანხაც კი არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს დასავლური ფინანსური მხარდაჭერა არ აქვს და წლების განმავლობაში დასავლეთიდან ძირითადი დახმარება ენჯეოსექტორზეა მიმართული.

 

“ამდენი წლის განმავლობაში საქართველოსთვის არავის არცერთი შეიარაღება არ მოუწოდებია. თუ რაიმე შეიარაღება შევიძინეთ, ესეც საბაზრო ფასებით შევიძინეთ. აქედან გამომდინარე, 27-30 მილიონი ოთხ წელზე გაწერილი ავტომატის ყიდვის თანხაც კი არ არის. ეს არის თვითდამაზიანებელი განცხადებები. ამით თავდაცვისუნარიანობა კი არ ზიანდება, არამედ ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკური ძალები თანახმა არიან, საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციას პირდაპირ დაარტყან, მასზე იერიში მიიტანონ, ოღონდ კი, რეალიზებული იყოს თავიანთი პოლიტიკური მიზანი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების წინ იყოს რეანიმირებული და რამენაირად ხელისუფლებაში მოიყვანონ. მათი ხელისუფლებაში მოყვანის შემთხვევაში, საქართველოს რა ბედი ეწევა, ეს უკვე ქართველმა ხალხმა განსაჯოს. როგორც ჩანს, ამ ხალხს საქართველოს მიმართ სულ სხვა პოლიტიკური გეგმები აქვს, რადგან პროგრესი და წინსვლა, რასაც უკრაინისა და მოლდოვის სახით გვიყენებენ, ჩვენ ასეთი წინსვლა არაფერში გვჭირდება. თავდაცვა ყველაზე რეიტინგული ინსტიტუციაა და უნდათ, ბზარი შეიტანონ.

 

რეალურად, საქართველოს დასავლური ფინანსური მხარდაჭერა არ აქვს. წლების მანძილზე რეალურ ფინანსურ დახმარებას დასავლეთიდან არ ვიღებთ, თუ რამეა, მცირე გრანტი და კრედიტია, რაც ნებისმიერი საერთაშორისო ბანკიდან შეგიძლია აიღო. ძირითადი დახმარებაა ენჯეოსექტორის, რისი გასაჯაროებაც არ უნდათ. უკვე ეჭვი მეპარება, უხარიათ თუ არა, რომ საქართველო ეკონომიკურად ვითარდება და დამოუკიდებლად შეგვიძლია თავდაცვის დაფინანსებაც და სხვაც. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაშმაგებით გვებრძვიან. დღე არ გავა, არ დაიდოს კვლევა, სადაც ჩანს, რომ საქართველო რიგი მიმართულებებით ლიდერი სახელმწიფოა. პოლიტიკური შურისძიება არ ასვენებთ, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, თავის არჩევანზე მყარად დგას. როცა ვამბობთ, რომ მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ და საქართველომ უარი განაცხადა, ამაზეა შურისძიება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს განაცხადა, რომ „ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც იგეგმებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის“. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები