spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო წილოსანი – მიიღო საკადრისი პასუხი და სამომავლოდაც, ყველა შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს

უკვე ძალიან მეცოდებიან ოპოზიციური ტელევიზიები, საკუთარი ნიუსების პოპულარიზაციისთვის ხმამაღალი ჰედლაინების კეთება რომ უწევთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ნათია ლეთოდიანი ცნობილი აქტივისტი და ზიზღის გამავრცელებელია, რომელმაც ელენე ხოშტარიასგან იცოდა, რომ წილოსანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან შეხვედრაზე იქნებოდა და მიზანმიმართულად დახვდა მას.

 

“უკვე ძალიან მეცოდებიან ოპოზიციური ტელევიზიები, საკუთარი ნიუსების პოპულარიზაციისთვის ხმამაღალი ჰედლაინების კეთება რომ უწევთ – “ნინო წილოსანს მონა ეძახეს“  

 

არ გაინტერესებთ ვინ იაქტიურა ამჯერად?! ნათია ლეთოდიანმა, რომელიც ვითომ შემთხვევით მოხვდა იმ ადგილას, სადაც მე ვიმყოფებოდი. ის გახლავთ “დროას” პოლიტსაბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორი და ზიზღის გამავრცელებელი. რა თქმა უნდა, იცოდა თავისი ბელადი ლაკასგან, რომ  ამ შეხვედრაზე ვიქნებოდი და სწორედაც, რომ მიზანმიმართულად მომივარდა.  სამაგიეროდ, მიიღო საკადრისი პასუხი და სამომავლოდაც, ყველა შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს.

 

ისე, აჯობებს საკუთარ უფროსს მიუვარდეს, რუსული რუბლებით რომ იკვებება”, –  წერს ნინო წილოსანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები