spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თომას ჰაკერი – “ქართული ოცნების” ფონზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელია

საქართველოს მთავრობამ უნდა გადააფასოს თავისი ქმედება და მიმართულებები განვითარებაში. “ქართული ოცნების” ფონზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელია, – ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატმა თომას ჰაკერმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არ გახდეს.

 

“დეკემბერში, როცა ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცა, დიდი იმედი გვქონდა, რომ ამის მიღწევას შევძლებდით, რომ ქართველები გამოიყენებდნენ ამ შანსს და საქართველო, უკრაინასთან ერთად ევროკავშირის წევრი და ნაწილი გახდებოდა. თუმცა, ამ ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ “აგენტების კანონი”  მიიღო, ევროკავშირში გააანალიზეს, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ გახდეს.

 

ეს კანონმდებლობა მიიღეს სპეციალურად იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეჩერებულიყო. ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობა ამის გამო არ უნდა დაზარალდეს, საქართველოს მთავრობას კი დახმარებას აღარ გავუწევთ.

 

საქართველოს მთავრობამ უნდა გადააფასოს თავისი ქმედება და მიმართულებები განვითარებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ “ქართული ოცნების” ფონზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელია” , – განაცხადა ჰაკერმა “მთავარის” ეთერში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები