spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – ბუნებრივია, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ევროპული სახელმწიფოები შეაჩერებენ დახმარებას

ბუნებრივია, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ევროპული სახელმწიფოები შეაჩერებენ დახმარებას, იმიტომ, რომ ცალსახად ნათელია, რომ მათ არ აქვთ უტყუარი განცდა იმისა, რომ მათი ფული სწორად იხარჯება ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

 

“ქართული ოცნება” მტკიცედ ადგას ჩვენი და პარტნიორების  დაშორების გზას. ძალიან ხანგრძლივი გაფრთხილებებისა, რომელსაც ევროკავშირი და ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოები აკეთებენ საქართველოს ხელისუფლებასთან და მის გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, რომლითაც ზიანდება ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან და ევროპულ სახელმწიფოებთან, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვა თავისი შედეგი  და ბუნებრივია, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში, სამწუხაროდ, ევროპული სახელმწიფოები შეაჩერებენ დახმარებას, იმიტომ, რომ ცალსახად ნათელია, რომ მათ არ აქვთ უტყუარი განცდა იმისა, რომ მათი ფული სწორად იხარჯება ამ ქვეყანაში”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

საფრანგეთის ელჩმა განაცხადა, რომ  საფრანგეთი საქართველოს დროებით დახმარებას უჩერებს. დიპლომატის თქმითვე, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საფრანგეთი გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დახმარებას.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები