spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – ჩვენ თუ გავაგრძელებთ ასე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო კიდევ უფრო იზოლირებული იქნება

როგორც ასლან აბაშიძემ დანარჩენ საქართველოსთან ააფეთქა ხიდები, ასევე “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს აუფეთქა ხიდები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ეს ვითარება უნდა გამოვასწოროთ ჩვენ დაუყოვნებლივ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ქმედებების გამო, საქართველო იზოლირებულია დასავლური სამყაროსგან.

 

“მოცემულობა არის ცხადი, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს, ხელისუფლების შენარჩუნების გამო, უგულებელყოს საქართველოს ევროპული მისწრაფებები.

 

საქართველო იზოლაციაშია მოქცეული და პრაქტიკულად, არანაირი კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ აქვთ “ქართულ ოცნებასთან”. როგორც ასლან აბაშიძემ დანარჩენ საქართველოსთან ააფეთქა ხიდები, ასევე “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს აუფეთქა ხიდები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ეს ვითარება უნდა გამოვასწოროთ ჩვენ დაუყოვნებლივ, იმიტომ, რომ ჩვენ თუ გავაგრძელებთ ასე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო კიდევ უფრო იზოლირებული იქნება, კიდევ უფრო დაემსგავსება ბელარუსს, კიდევ უფრო გამტკიცდება ავტოკრატიული რეჟიმი და საქართველოში რიგით ადამიანს აღარ დაედგომება.

 

ჩვენ გვმართებს გაერთიანება, სწორედ ერთიანობით შეგვიძლია დავამარცხოთ რუსული რეჟიმი”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები