spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა დოლიძე – როდესაც დიპლომატი ასეთ განცხადებას აკეთებს, უნდა გავიგოთ, რომ სინამდვილეში ამერიკის პოზიცია სამჯერ უფრო მკაცრია

როდესაც დიპლომატი ასეთ განცხადებას აკეთებს, უნდა გავიგოთ, რომ სინამდვილეში ამერიკის პოზიცია სამჯერ უფრო მკაცრია, – ასე გამოეხმაურა პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებებს.

 

დოლიძის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვა და მთავრობისთვის დაფინანსების შეწყვეტა “ქართული ოცნების” ანტიდასავლურ პოლიტიკაზე ლოგიკური პასუხია.

 

“როდესაც დიპლომატი ასეთ განცხადებას აკეთებს, უნდა გავიგოთ, რომ სინამდვილეში ამერიკის პოზიცია სამჯერ უფრო მკაცრია. პოლიტიკური ვითარება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ისედაც ამ ძალიან მკაცრი ენით გვითხრა დიპლომატიურმა წარმომადგენელმა. ეტყობა, ჩვენ ხელისუფლებას ჰქონდა გათვლას, რომ ისინი დაიტოვებდნენ მილიონობით ევროს, რომელსაც ჩვენ გვიგზავნის გერმანია, საფრანგეთი და ორგანიზაციებს ან პირებს, რომლებიც ევროპულ გრანტებზე არიან, ჩამოართმევდნენ დაფინანსებებს. ეს მითი დაიმსხვრა, რადგან ითქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ხალხის მხარდაჭერას, მაგრამ უკაცრავად, თქვენ ბიძიკოებო უნდა დაგველოდოთ და ჩამოყალიბდეთ, საით ხართ”, – განაცხადა დოლიძემ “ტვ პირველის” ეთერში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები