ეს არის ისეთი საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც თავად მოსამართლეებსაც ეხებათ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს. როგორც კონსტიტუციური წესრიგის დამცველებს, ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ხიფათი ააცილონ ქვეყანას, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
“ეს არის ისეთი საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც თავად მოსამართლეებსაც ეხებათ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს. მათ უნდა იცხოვრონ ისეთ საქართველოში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ევროპული მომავალი და ამ კანონის მოქმედებით, როდესაც უკვე შეჩერდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ეს თქვა ევროკავშირმა, მათ, პირველ რიგში, როგორც კონსტიტუციური წესრიგის დამცველებს, ესმით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხიფათი ააცილონ ქვეყანას. ეს ბოლო შანსია ქვეყნის შიგნით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნი ორი სარჩელი მზადაა. პირველი საკონსტიტუციო სარჩელი პრეზიდენტის ავტორობით გაიგზავნა. სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნაა, კანონი ანტიკონსტიტუციურად ცნონ.