spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ხიდაშელი – საქართველოც ჩადგება ავტორიტარული, დიქტატურისკენ გადახრილი ქვეყნების სიაში

ზუსტად ამ გზით წავიდა რუსეთი, ბელორუსი, საქართველოც ჩადგება ავტორიტარული, დიქტატურისკენ გადახრილი ქვეყნების სიაში, – ამის შესახებ ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

 

“ისინი ცდილობენ, უარი უთხრან საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნებზე დაკვირვებაში მონაწილეობაზე. მთავარი არის, შექმნან განწყობა და აღქმა ისეთი, რომელიც მათი აზრით, აღარ გამოიწვევს კითხვის ნიშნებს, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო ორგანიზაციებს ერთმანეთის მიყოლებით უარს ეტყვის არჩევნებზე დამკვირველად მონაწილეობაში.

 

ეს არის ძალიან სახიფათო გზა, ეს არის ბელორუსიის გზა, რომელსაც ისინი ადგანან. ზუსტად ამ გზით წავიდა რუსეთი, ბელორუსი. საქართველოც ჩადგება ავტორიტარული, დიქტატურისკენ გადახრილი ქვეყნების სიაში. დიდი იმედი მაქვს, მათ წინააღმდეგ შედეგებიც იქნება მყისიერი”, – განაცხადა თინა ხიდაშელი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები