“ქართული ოცნება” ფინანსების დამალვაზე რომ ვინმეს ელაპარაკება, ეს არის ანეკდოტი და კომედია. ეს კანონი არა მხოლოდ ანტიკონსტიტუციურია, არამედ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაა, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა სარჩელთან დაკავშირებით უცნაურია.
“ხელისუფლების მხრიდან უცნაურია პრეზიდენტის კრიტიკა იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, მაგრამ ამაში რაღაც საფუძველია. “ქართული ოცნების” ხელში ამ ხალხს საქართველოში ინსტიტუციების რწმენა კიდევ შერჩენიათ და ეს ცოტა მეც მაკვირვებს.
ეს კანონი არა მხოლოდ ანტიკონსტიტუციურია, არამედ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაა. “ქართული ოცნება” ფინანსების დამალვაზე რომ ვინმეს ელაპარაკება, ეს არის ანეკდოტი და კომედია”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.