spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – მთავარი სასამართლო იქნება 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი გამოუტანს განაჩენს ხელისუფლებას

მთავარი სასამართლო იქნება 26 ოქტომბერს, როდესაც მთავარი მსაჯული იქნება ქართველი ხალხი და გამოუტანს განაჩენს იმ ხელისუფლებას, “ქართულ ოცნებას”, რომელმაც ქვეყნის ავტორიტეტი ბოლომდე ჩამოანგრია, –  ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, არ ელის საკონსტიტუციო სასამართლოსგან პრეზიდენტ ზურაბიშვილის სარჩელზე სწორ რეაგირებას, თუმცა ეს ბერკეტიც უნდა იყოს გამოყენებული.

 

“იმისათვის, რომ პრეზიდენტის ინიციატივა, სარჩელი შევიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, აბსოლუტურად ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენონ.

 

ამასთან დაკავშირებით ასევე ცალკე მუშაობს პოლიტიკური პარტიები და ცალკე არასამთავრობო სექტორი. 

 

მიუხედავად იმ პირობებისა, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან რაიმე რეალური გადაწყვეტილების მიღება, რომ გაუქმდეს რუსული კანონი ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არ არსებობს, თუმცა ეს ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული. 

 

მთავარი სასამართლო იქნება 26 ოქტომბერს, როდესაც მთავარი მსაჯული იქნება ქართველი ხალხი და გამოუტანს განაჩენს იმ ხელისუფლებას, “ქართულ ოცნებას”, რომელმაც ქვეყნის ავტორიტეტი ბოლომდე ჩამოანგრია”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები