spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – ჩინეთის კედელზე უარესი ააშენეს საქართველოს მოქალაქეებთან და პატიმრებთანაც კი

ჩვენ ვერ ვხედავთ დღეს ვერავის მიმღებლობას ხელისუფლების მხრიდან, ჩინეთის კედელზე უარესი ააშენეს საქართველოს მოქალაქეებთან და პატიმრებთანაც კი. ოპოზიცია ამ ყველაფრის დაბრუნებას ერთიანობით, ერთიანობის იდეით აპირებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა და “ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს ოპოზიცია ერთიანია საერთო ინტერესისთვის – დაუბრუნდეს საქართველოს ევროპული მომავალი.

 

“რატომ ვარ მე ამ ერთიანობაში, იმიტომ, რომ ერთიანობა გადაგვარჩენს, ერთიანობა და მიმღებლობა განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანების. ჩვენ ვერ ვხედავთ დღეს ვერავის მიმღებლობას ხელისუფლების მხრიდან, ჩინეთის კედელზე უარესი ააშენეს საქართველოს მოქალაქეებთან და პატიმრებთანაც კი. ყველა სიტყვა გაანადგურეს – ოცნება აქციეს უპერსპექტივობად, იმედი – უიმედობად და ჰუმანიზმიც კი თავიანთი ამნისტიის კანონით აქციეს ანტიჰუმანურობად. 

 

ოპოზიცია ამ ყველაფრის დაბრუნებას ერთიანობით, ერთიანობის იდეით აპირებს. ჩვენ ერთიანი ვართ იმ თვალსაზრისით, რომ გვინდა, შევინარჩუნოთ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ევროპული მომავლის გარეშე ჩვენ არ გვექნება კეთილდღეობა და განურჩევლად ჩვენი პირადი გემოვნებისა, ვართ ადამიანები, რომლებიც შევთანხმდით.

 

ყველაზე მნიშვნელოვანია ის ამომრჩეველი, რომელიც არ გატყდა 12 წლის მანძილზე, მიუხედავად ამ ბრაზისა, დევნისა და სიძულვილისა. მათ უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ ერთად”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები