spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – ბუნებრივია, არავის სჯერა, რომ დარჩენილ 100 დღეში “ქართული ოცნება” რაიმე რეფორმის გამტარებელია

ხელისუფლებამ, რომელმაც 12 წელი არ გაატარა ის რეფორმები, რაც საჭიროა ნატოში გაწევრიანებისთვის, ბუნებრივია, არავის სჯერა, რომ დარჩენილ 100 დღეში რაიმე რეფორმის გამტარებელია, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ნატო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თუ ალიანსის წევრობა სურთ, შეცვალონ ხელისუფლება.

 

“ნატოსგან გზავნილები მე ასე გავიგე, რომ არავის სჯერა, რომ დარჩენილ 100 დღეში “ქართლი ოცნება” რაიმე რეფორმას გაატარებს. სინამდვილეში, მოწოდება არის ქართველი ხალხის მისამართით, რომ თუ გინდათ იყოთ ნატოსთან უფრო ახლოს, თუ გინდათ გახდეთ ევროკავშირის წევრი, ამისთვის აუცილებელია შევცვალოთ მთავრობა და მოვიყვანოთ ისეთ მთავრობა, ვინც ამ რეფორმებს გაატარებსო.

 

ხელისუფლებამ, რომელმაც 12 წელი არ გაატარა ის რეფორმები, რაც საჭიროა ნატოში გაწევრიანებისთვის, ბუნებრივია, არავის სჯერა, ჩვენს ევროპელ, ამერიკელ, ნატოელ პარტნიორებს, რომ დარჩენილ 100 დღეში “ქართული ოცნება” რაიმე რეფორმის გამტარებელია”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას განცხადებით, ნატო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დააჩქაროს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის ხელშეწყობის მიზნით.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები