spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ანდეზიტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ანდეზიტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დაგებულია ასფალტის საფარის პირველი ფენა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს სოფელ ანდეზიტში, შიდა ჩიხების მოასფალტებას. ჯამში, დასახლებაში გზის საფარის 1 700 მეტრიანი მონაკვეთი მოეწყობა.

 

ანდეზიტში გზის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამუშაოებს შპს “ბილტმორი” ასრულებს.

 

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მიმდინარე წელს, ჯამში 8 კილომეტრამდე გზა მოეწყობა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები