spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ

121 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წინააღმდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სარჩელი დღეს გაიგზავნება.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, პარალელურად მიმდინარეობს სარჩელის მომზადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად.

 

“რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება აყალიბებს მტრულ გარემოს, სადაც რისკად და საფრთხედ არის გამოცხადებული სხვადასხვა უფლებით, მათ შორის, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა. მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელთანაც ეს სუბიექტები ითხოვენ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს.

 

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადაში განიხილავს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობას და დააკმაყოფილებს მას.

 

ამასთან გაცნობებთ, რომ ჩვენ ვემზადებით საჩივრის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით და გამოვიყენებთ ყველა ეროვნულ თუ საერთაშორისო მექანიზმს, მისი მოქმედების შესაჩერებლად, შესაფერხებლად, მის სრულ, საბოლოო გაუქმებამდე. კი ევროპას, არა რუსულ კანონს!”, – განაცხადა IDFI-ის წარმომადგენელმა გიორგი დავითურმა.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ასევე, სარჩელის შეტანას აპირებენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები