spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა დოლიძე – გვჭირდება ძალიან სერიოზული გამოძიება და ჩახედვა იმ პროცესებში, რომელსაც ადგილი აქვს ციხეში

გვჭირდება ძალიან სერიოზული გამოძიება და ჩახედვა იმ პროცესებში, რომელსაც ადგილი აქვს ციხეში. მე დიდი ხანი ვითხოვდი საგამოძიებო კომისიას საქართველოს პარლამენტში ციხეების ვითარებაზე, – ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ციხეებში მიმდინარე ვითარებაზე კითხვებს ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა გაეცეს.

 

“გვჭირდება ძალიან სერიოზული გამოძიება და ჩახედვა იმ პროცესებში, რომელსაც ადგილი აქვს ციხეში. მე დიდი ხანია ვითხოვდი საგამოძიებო კომისიას საქართველოს პარლამენტში ციხეების ვითარებაზე – რა ხდება ციხეებში, პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია. ეს ყველაფერი ერთად ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს პასუხგაცემული”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

რამდენიმე დღეა, ქუთაისისა და რუსთავის ციხეებში პატიმრები შიმშილობენ. მათი პროტესტის მიზეზი დაგეგმილი ამნისტიაა, რომელიც კონკრეტულ მუხლებს შეეხება. პატიმრების მოთხოვნაა, გაფართოვდეს ჰუმანური აქტი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები