spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი უშიკიშვილი – ვდგები თქვენ გვერდით, რათა ჩვენი მომავალი იყოს უკეთესი ჩვენს ევროპულ ოჯახში

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი “ლელოს”, ანა დოლიძის პარტიისა და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობის ახალ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდა.

 

“ყველაზე მთავარი დღეს არის ერთიანობა. სწორედ რომ ამ ერთიანობისთვის ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. დღეს ყველამ უნდა გადადოს თავისი ამბიციები და პირველ რიგში, ჩვენი ამბიციები უნდა უკავშირდებოდეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ ვდგები თქვენ გვერდით, რათა ჩემი და ჩემი შვილების და თქვენი შვილების მომავალი იყოს უკეთესი ჩვენს ევროპულ ოჯახში”, – განაცხადა უშიკიშვილმა.

 

“ლელო საქართველოსთვის”, “ანა დოლიძე – ხალხისთვის” და პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” საარჩევნოდ გაერთიანდნენ. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები