spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – ეს ჰუმანური აქტი “ქართულმა ოცნებამ” გადააქცია პოლიტიკურ დოკუმენტად და მათთვის სასურველ პირებზე გაავრცელა

ეს ჰუმანური აქტი “ქართულმა ოცნებამ” გადააქცია პოლიტიკურ დოკუმენტად და მათთვის სასურველ პირებზე გაავრცელა. “ამნისტიის შესახებ” კანონის ქოცური ვარიანტი, პრაქტიკულად პოლიტიკური დოკუმენტი იქნება, –  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

 

“საქართველოში ათასობით ადამიანი ელოდებოდა საყოველთაო ამნისტიას და ამ მოთხოვნის შესაბამისად, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წარდგენილიც ჰქონდა კანონპროექტი საყოველთაო ამნისტიის შესახებ, მაგრამ ეს ჰუმანური აქტი “ქართულმა ოცნებამ” გადააქცია პოლიტიკურ დოკუმენტად და მათთვის სასურველ პირებზე გაავრცელა. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ამნისტიის ეს აქტი არ ეხება ძალიან ბევრ პატიმარს, მათ ოჯახის წევრებს. “ამნისტიის შესახებ” კანონის “ქოცური” ვარიანტი, პრაქტიკულად პოლიტიკური დოკუმენტი იქნება. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ მომხრე ვართ საყოველთაო ამნისტიის შესახებ დოკუმენტი დაიდოს”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

პარლამენტში ამნისტიის პროექტი ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა. ამნისტია 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლს მოიცავს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები