spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიმიტრი ცქიტიშვილი – არ აქვთ სათქმელი რას გააკეთებენ მომავალში, გარდა იმისა, რომ ყველას დაგვიჭერენ

მათ მნიშვნელოვნად დაკარგეს ის ამომრჩეველი, რომელიც მათში, როგორც პროდასავლურ და პრორეფორმისტულ პარტიას ხედავდა. ამასთანავე, არ აქვთ სათქმელი რას გააკეთებენ მომავალში, გარდა იმისა, რომ ყველას დაგვიჭერენ. მათთვის ადვილია, ყველას დაარქვან “ნაცი”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “პროგრესული ფორუმის” თავმჯდომარემ დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

“სასაუბრო ბევრი არ არის, იმიტომ, რომ მმართველობის მე-12 წელს არ შეიძლება ისაუბრო, მაგალითად, ჯანდაცვის რეფორმებზე, რომელიც 2013-14 წლის დამსახურება იყო; ისაუბრო ისეთ მიღწევებზე, რომლის შემოქმედები დღეს შენ გვერდით არ არიან ან გეწინააღმდეგებიან. რეალურად, “ოცნებას” ნაკლები აქვს სასაუბრო. ამასთანავე, არ აქვთ სათქმელი რას გააკეთებენ მომავალში, გარდა იმისა, რომ ყველას დაგვიჭერენ. მათთვის ადვილია, ყველას დაარქვან “ნაცი”.

 

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ისინი საშიშები არიან ქართული სახელმწიფოსთვის. როდესაც არ გაქვს ხალხისთვის არაფერი სათქმელი, იგონებ მტერს.

 

მათ მნიშვნელოვნად დაკარგეს ის ამომრჩეველი, რომელიც მათში, როგორც პროდასავლურ და პრორეფორმისტულ პარტიას ხედავდა”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები