spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – ამომრჩევლის გემოვნების შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ გააკეთონ არჩევანი 26 ოქტომბერს

მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ სამი დიდი გაერთიანება არის. მე ვისურვებდი, რომ ის პარტიები, რომლებიც არ არიან ამ პარტიაში ან თვითონ გაერთიანდნენ, ან მონახონ კომპრომისის ენა და შეუერთდნენ ამ დიდ ერთობებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა და “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

 

“მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ სამი დიდი გაერთიანება არის. მე ვისურვებდი, რომ ის პარტიები, რომლებიც არ არიან ამ პარტიაში ან თვითონ გაერთიანდნენ, იმიტომ, რომ ხმები არ დაიკარგოს, ან მონახონ კომპრომისის ენა და შეუერთდნენ ამ დიდ ერთობებს.

 

ჩვენი, “ერთიანობის” კარი ღიაა ყველასთვის, ვინც მზადაა იმისათვის, რომ დადოს პირობა, რომ არავითარ შემთხვევაში კოალიციას არ შეუქმნიან “ქართულ ოცნებას” პარლამენტში მოხვედრის შემდეგ. ამიტომ, მგონია, რომ ამომრჩევლის გემოვნების შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ გააკეთონ არჩევანი 26 ოქტომბერს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები