spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – ამნისტია არის ჰუმანური აქტი და არ შეიძლება ის ზეწოლის იარაღად აქციო

ამნისტია არის ჰუმანური აქტი და არ შეიძლება ის ზეწოლის იარაღად აქციო. რეალურად, თუ უნდა, ხელისუფლებას ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება, უნდა მიიღოს საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც დარეგისტრირებული აქვს ოპოზიციას, –  ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ რეგისტრირებული პროექტი შეეხება ყველას, გარდა პედოფილიისა.

 

“ამნისტია არის ჰუმანური აქტი და არ შეიძლება ის ზეწოლის იარაღად აქციო. ამიტომ, რეალურად, თუ უნდა, ხელისუფლებას ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება, უნდა მიიღოს საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც დარეგისტრირებული აქვს ოპოზიციას. საყოველთაოში ვგულისხმობთ, რომ ჩვენ მიერ რეგისტრირებული ამნისტიის პროექტი ეხება ყველა დანაშაულს, გარდა პედოფილიისა. ყველა დანაშაულს რომ ეხება, ეს არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა გათავისუფლდება”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

“ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 82 ხმით მიიღო. მესამე მოსმენით კანონს საშემოდგომო სესიის დროს მიიღებენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები