spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ჭიჭინაძე – ახლა უნდათ, რომ ომი გამოიყენონ მაშველ რგოლად, იმიტომ, რომ აღარაფერი გააჩნიათ რეალურად

უნდათ, რომ ომი გამოიყენონ მაშველ რგოლად, იმიტომ, რომ აღარაფერი გააჩნიათ რეალურად. იძახდნენ, 2024-ში განაცხადს გავაკეთებთ ევროკავშირშიო, გამოდის, რომ 2024-ში განაცხადი გააკეთეს ევროკავშირიდან გამოსვლაზე, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, “ოცნების” წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი შეცდომაა.

 

“2012 წელში მეტი რიხი, მეტი თავდაჯერებულობა და მეტი იმედი იყო. მაშინ ოცნება უფრო რეალურად ჩანდა. ახლა ისეთი აქცენტები გაჟღერდა, რომ 2024 წლისთვის აქტუალური აღარ არის უკვე. თუნდაც რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის. 

 

სათქმელი პრაქტიკულად არაფერი არ არის, იმიტომ, რომ ის დაპირებები, რომელიც იყო 2012 წელს, ახლა არ ყოფილა. მიხვდნენ, რომ მათ დაპირებებს ხალხი მაინც არ იჯერებს. ერთადერთი არჩევანი, რაც შეიძლება, რომ ქართველებს შესთავაზონ არის – თუ ჩვენ არ ვიქნებით, იქნებიან ისინი. 

 

ახლა უნდათ, რომ ომი გამოიყენონ მაშველ რგოლად, იმიტომ, რომ აღარაფერი გააჩნიათ რეალურად. როდესაც იძახდნენ, 2024-ში განაცხადს გავაკეთებთ ევროკავშირშიო, გამოდის, რომ 2024-ში განაცხადეს ევროკავშირიდან გამოსვლაზე. იმის მაგივრად, რომ საარჩევნოდ ხალხის მოპოვებული კანდიდატის სტატუსით იამაყონ, იძახიან, რომ კონსტიტუციაში 78-ე მუხლი არის შეცდომა”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები