spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ობოლაძე – საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც ეკონომიკა უნდა კლანისთვის და არა ხალხისთვის

საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც უნდა ეკონომიკა კლანისთვის და არა ხალხისთვის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

 

“ამის შედეგია ის, რომ ბოლო ათ წელიწადში ერთი გამონაკლისი წელიც არ არსებობს, საქართველოში შობადობა მუდმივად იკლებს. თუ 2014 წელს 61 ათასამდე ბავშვი დაიბადა საქართველოში, ამის შემდეგ ათი წლის მანძილზე შობადობა არის მუდმივად კლებადი და 2023 წელს დაიბადა 40 ათასი ბავშვი, ანუ შემცირდა 20 ათასით. 

 

ასევე, ჩვენ გვაქვს ბავშვთა ემიგრაცია და წელიწადში დაახლოებით 5 ათასი ბავშვი ტოვებს ქვეყანას. ეს არის ის შედეგი, რაც მოაქვს პოლიტიკას, რომ ეკონომიკა ეკუთვნოდეს კლანს და არ ეკუთვნოდეს ხალხს. 

 

ამას გარდა, ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში საქართველო 344 ათასმა მოქალაქემ დატოვა და წავიდა ემიგრაციაში”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები