spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – 26 ოქტომბერს შევახსენებთ, რომ ეს ქვეყანა არავის არავისთვის არ უჩუქებია, ეს ქართველი ხალხის არის

ადამიანებს, რომლებსაც არ ეთმობათ ძალაუფლება, ეწყებათ სხვადასხვა ტიპის მძიმე გამოვლინებები, თითქოს მთელი სამყარო ებრძვის. სინამდვილეში, ხალხი, რომელსაც კონსტიტუციამ უწოდა, რომ ეს არის ხელისუფლების წყარო, გეუბნება, რომ აღარ უნდა შენი მმართველობა და უნდა, რომ გაგიშვას, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

 

“ადამიანებს, რომლებსაც არ ეთმობათ ძალაუფლება, ეწყებათ სხვადასხვა ტიპის მძიმე გამოვლინებები. მათ შორისაა შეგრძნებები, თითქოს მთელი სამყარო ებრძვის, რომ მასონები დასტრიალებენ თავს და ამ დროს, სინამდვილეში, შენი საკუთარი მოქალაქეები, ხალხი, რომელსაც კონსტიტუციამ უწოდა, რომ ეს არის ხელისუფლების წყარო, გეუბნება, რომ აღარ უნდა შენი მმართველობა და უნდა, რომ გაგიშვას. 

 

26 ოქტომბერს შევახსენებთ, რომ ეს ქვეყანა არავის არავისთვის არ უჩუქებია, ეს ქართველი ხალხის არის. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ნორმალურ, სამართლიან და დემოკრატიულ განვითარებას. არც ეს სასამართლო არ არის არავის საკუთრება, არც ჩინჩალაძის და არც მისი კლანის. ის საქართველოს მოქალაქეების სასამართლოა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები