spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – რაც უფრო მწვავე იქნება შეფასება, ჩვენ მით უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ წინასაარჩევნო პერიოდში

რაც უფრო მწვავე იქნება შეფასება საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ მით უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ წინასაარჩევნო პერიოდში, იმიტომ, რომ რეალობად არ დაგვიდგეს MEGOBARI act-ით გათვალისწინებული სანქციები საქართველოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა და “ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა. 

 

“ორივე პარტია აშშ-ში დემოკრატიის დაცვის თვალსაზრისით ხმას ამოიღებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სპექტრი ყოველთვის ამოიღებს ხმას ნებისმიერ სახელმწიფოში დემოკრატიის უკუსვლაზე. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებაში ყოველდღიურად მწვავდება შეფასებები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში.

 

ერთი რამ არის ცხადი, რაც უფრო მწვავე იქნება შეფასება საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ მით უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, იმიტომ, რომ რეალობად არ დაგვიდგეს MEGOBARI act-ით გათვალისწინებული სანქციები საქართველოსთან მიმართებაში”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა გაიმართა, სადაც კონგრესმენებმა საქართველოს ხელისუფლების ქმედებები კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები