spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ნათელაშვილი – ყველა დემოკრატიულ ქვეყანას ვთხოვთ, გასცენ დაპატიმრების სანქციები პირადად ოლიგარქზე და მის გარემოცვაზე

“ლეიბორისტული პარტია” იწყებს მუშაობას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიმართ საერთაშორისო ტრიბუნალის მომზადებაზე და ასევე, ყველა დემოკრატიულ ქვეყანას ვთხოვთ, გასცენ დაპატიმრების სანქციები პირადად ოლიგარქზე და მის გარემოცვაზე, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

 

“ლეიბორისტული პარტია” იწყებს მუშაობას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიმართ საერთაშორისო ტრიბუნალის მომზადებაზე და ასევე, ყველა დემოკრატიულ ქვეყანას ჩვენ ვთხოვთ, გასცენ დაპატიმრების სანქციები პირადად ოლიგარქს და მის გარემოცვაზე. 

 

მე მივმართავ მმართველი პარტიის ლიდერშიპს და რიგით წევრებს – უარი თქვით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. ქვეყანა, რომ არ გიყვართ, გასაგებია, მაგრამ, იმედია, საკუთარი თავი მაინც გიყვართ. 

 

ჩვენ 2012 წელს პირველად, ვაშინგტონში ამერიკელ მეგობრებს განვუმარტეთ, რომ აი, ამ მანიაკ დიქტატორს, რომელსაც დღეს თავად ვაშინგტონში უწოდებენ უხეირო დიქტატორს, ვერ მოვიცილებდით საქნციების გარეშე”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები