spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – ვასაჩივრებთ ამ კანონს, რადგან ის არ შეესაბამება კონსტიტუციის სულისკვეთებას

ვასაჩივრებთ ამ კანონს, რომ გაუქმდეს, რადგან ის არ შეესაბამება კონსტიტუციის მუხლებსა და კონსტიტუციის სულისკვეთებას, – ამის შესახებ პარტია  “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ერთიანობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

“78-ე მუხლი ჩვენც გვავალებს, რომ ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი.  

 

სწორედ ამ “რუსული კანონის” გამო არის შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი და სწორედ ამიტომაც ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, იმიტომ, რომ რუსული კანონით ჩვენ ევროპაში ვერ შევალთ. 

 

ამიტომ, ვასაჩივრებთ ამ კანონს, რომ გაუქმდეს, რადგან ის არ შეესაბამება კონსტიტუციის მუხლებსა და კონსტიტუციის სულისკვეთებას”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ სარჩელის შესატანად ემზადებიან. დოკუმენტზე ხელმოწერები გროვდება, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართავენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები