spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თელავის მუნიციპალიტეტში ორი მამაკაცი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ორი მამაკაცი მოკლეს.

 

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გვიან ღამით დაპირისპირება სამ მამაკაცს შორის სუფრასთან შელაპარაკების შემდეგ მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ორ თანასოფლელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. 

 

ადგილობრივების თქმით, ადგილზე მისულებს ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი მამაკაცი დახვდათ. 

 

დაჭრილი მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

 

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავეს კი ამ დრომდე ეძებენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები