ვისაუბრეთ იმ ძალადობრივ გარემოზე, რომელიც “ქართულ ოცნებას” აქვს შექმნილი. ვისაუბრეთ თითქმის ყველა იმ საკითხზე, რომელიც თან ახლავს წინასაარჩევნო პროცესს, – ამის შესახებ “დროას” პოლიტიკური საბჭოს და კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
“ვისაუბრეთ იმ ძალადობრივ გარემოზე, რომელიც “ქართულ ოცნებას” აქვს შექმნილი, ვისაუბრეთ რუსულ პროპაგანდისტულ კამპანიებზე, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი აწარმოებს, ემიგრანტების საკითხზე, არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობაზე – თითქმის ყველა იმ საკითხზე, რომელიც თან ახლავს წინასაარჩევნო პროცესს.
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია მიგრანტების, არ აძლევთ მათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას. ამის შესახებ ყველაფერი კარგად იციან ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა. NDI-ის პირველ ანგარიშში ემიგრანტების საკითხი უკვე მოხვდა”, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თბილისში NDI-ის სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი საკითხი 2024 წლის არჩევნები, ხმების დაცვის მექანიზმები და “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია იყო.