“ქართული ოცნება” არჩევნებს წააგებს. მის მხარეს ქართველი ხალხი არ არის. მინიმუმ 2/3 ქართველებისა, მის წინააღმდეგ მისცემს ხმას. ჩვენ ამ არჩევნებს არ დავთმობთ, – ამის შესახებ პარტია “ახალის” თანათავმჯდომარემ და “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
“რაც უნდა ის აკეთოს “ქართულმა ოცნებამ”. “ქართული ოცნება” არჩევნებს წააგებს. მის მხარეს ქართველი ხალხი არ არის. მინიმუმ 2/3 ქართველებისა, მის წინააღმდეგ მისცემს ხმას, მაგრამ “ქართული ოცნების” დამარცხების გარდა, ჩვენ შევძლებთ ამ გამარჯვების, უკვე ჩვენი გამარჯვების გაფორმებას.
ეს არის მნიშვნელოვანი, რაც მინდა რომ დაზუსტებით გითხრათ – ჩვენ ამ არჩევნებს არ დავთმობთ, არა მხოლოდ გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე და ხალხის მხარდაჭერა, არამედ დავიცავთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც იქნება ევროპული ძალების სასარგებლო”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.