გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გაიხსნას დამატებითი საარჩევნო უბნები. არგახსნის შემთხვევაში, იმასაც გპირდებით, რომ “ემგიდი” გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ არცერთი ემიგრანტის ხმა არ დაიკარგოს, – ამის შესახებ “ემგიდის” დამფუძნებელმა და “ერთიანობის” წევრმა სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“გუშინ ჩვენ მოვისმინეთ “ქართული ოცნების” დეპუტატების განცხადებები, რომ არ გახსნიან საარჩევნო უბნებს იმ ქალაქებში, სადაც ჩვენი ემიგრანტები დღე და ღამე შრომობენ იმისათვის, რომ ფინანსურად უზრუნველყონ თავიანთი შვილები.
ეს არ იყო განცხადება, ეს იყო წინასწარ გამოცხადებული მარცხი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ეს იყო აღიარება იმისა, თუ როგორ ეშინია ბიძინა ივანიშვილის ემიგრანტების.
ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, ჩვენო ემიგრანტებო, რომ თქვენი ხმა, თქვენი არჩევანი 26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტად მნიშვნელოვანი. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გაიხსნას დამატებითი საარჩევნო უბნები. არგახსნის შემთხვევაში, იმასაც გპირდებით, რომ “ემგიდი” გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ არცერთი ემიგრანტის ხმა არ დაიკარგოს”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.