დღეს რუსეთში, ვოლგოგრადის მახლობლად სამხედრო თვითმფრინავი სუ-34 ბომბდამშენი ჩამოვარდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
მისივე ცნობით, ბომბდამშენი გეგმურ სასწავლო ფრენას ასრულებდა.
“პილოტებმა შეძლეს კატაპულტირება, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – წერს რუსული მედია.